ერედვის მუნიციპალიტეტი მდებარეობს შიდა ქართლის ტერიტორიაზე და მისი ფართობია 645 კვ.კმ,  აღმოსავლეთით ესაზღვრება ახალგორის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით ესაზღვრება ჯავის რაიონი, სამხრეთით გორის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით ესაზღვრება ქ. ცხინვალი და ქურთის მუნიციპალიტეტი.

ერედვის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორია 2008 წლის აგვისტოში რუსეთის შეარაღებული ძალების მიერ მთლიანად იქნა ოკუპირებული. საკუთარ სამშობლოში 8334 ადამიანი აღმოჩნდა დევნილობაში. მოსახლეობა ჩასახლებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ 22 დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში.