მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს ერედვი. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მუნიციპალიტეტი საქმიანობას ახორციელებს ქალაქ თბილისში.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო – გამგეობა, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:

  • ერედვის ტერიტორიული ორგანო (ფრისი, არგვიცი, ბერულა, ერედვი)
  • ქსუისის ტერიტორიული ორგანო (ქსუისი, დისევი, ჭარები)
  • ვანათის ტერიტორიული ორგანო (ვანათი, საცხენეთი)
  • ბელოთი ტერიტორიული ორგანო (ბელოთი, ზონკარი, აწრისხევი)
  • ზემო არცევის ტერიტორიული ორგანო (ზემო არცევი, იკორთა)