კოდის სათემო განათლების ცენტრმა ერედვის მუნიციპალიტეტს 2 000 ცალი პირბადე გადასცა

ა(ა)იპ კოდის სათემო განათლების ცენტრმა ერედვის მუნიციპალიტეტს 2 000 ცალი პირბადე გადასცა! აღსანიშნავია, რომ გერმანული ორგანიზაციის DVV International - საქართველოს დაფინანსებით, კოდის სათემო განათლების ცენტრმა ჭრა-კერვის კურსის ფარგლებში ორ ეტაპად შეკერა 4 000 ცალი სამედიცინო პირბადე. აქედან, პირველ ეტაპზე შეკერილი 2 000 ცალი სამედიცინო ნიღაბი უსასყიდლოდ გადასცა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას,ხოლო მეორე ეტაპზე შეკერილი 2 000 [...]

დევნილი ოჯახებისთვის სურსათის გადაცემა გრძელდება

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საკვები პროდუქტებითა და თანხით დახმარება გაეწიათ. კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, იმ დევნილ ოჯახებს, რომლებიც კონპაქტურ დასახლებებში ცხოვრობენ, გადაეცათ საკვეპი პროდუქტები, ხოლო კერძო სექტორში მცხოვრებ ოჯახებს გაეწიათ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით. აღნიშნული დახმარებისთვის მუნიციპალიტეტის ბიჯეტიდან 180 000 ლარი გამოიყო. Gepostet von გიორგი ხოჯევანიშვილი • [...]

მოსახლეობას სურსათი გადაეცემა

მოსახლეობის საყურადღებოდ! გაცნობებთ, რომ ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყველა დევნილთა დასახლებაში ეტაპობრივად იწყებს საკვები პროდუქტების შეტანას. ერედვის მუნიციპალიტეტის 2020 წლის სოციალური პროგრამის მიხედვით, დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ოჯახებს გადაეცემათ საკვები პროდუქტები, ხოლო იმ ოჯახებს, რომლებიც არ ცხოვრობენ დევნილთა დასახლებებში, საშუალება აქვთ სასურსათო კალათის ნაცვლად მიიღონ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით. ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და კორონა [...]

კორონავირუსის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა

მოსახლეობის საყურადღებოდ! ერედვის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, ა(ა)იპ ერედვის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრსა და ა(ა)იპ ერედვის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სასპორტო-საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდება! კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მოქალაქეების მხრიდან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების [...]

8 მარტს ხანდაზმულ ქალბატონებს საჩუქრები გადაეცათ

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხანდაზმულ შეჭირვებულ ქალბატონებს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საჩუქრები გადასცა. ამ ეტაპზე საჩუქარი გადაეცა წეროვნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ 10 ხანდაზმულ ქალბატონს. მსგავსი ღონისძიება ეტაპობრივად ხორციელდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის.

მრავალშვილიან დედებს საჩუქრები გადაეცათ

ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან მრავალშვილიან დედებს, რომელთაც ჰყავთ 3 და მეტი შვილი (მათ შორის ერთი არასრულწლოვანი), დედის დღესთან დაკავშირებით, საჩუქრები გადაეცათ. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადგილზე ესტუმრენ მრავალშვილიან დედებს და დედის დღე მიულოცეს. საჩუქრები ერედვის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 163 მრავალშვილიან დედას გადაეცა. ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყველა დედას და ქალბატონს კიდევ ერთხელ გილოცავთ გაზაფხულის დღესასწაულებს!

მოქალაქეთა საყურადღებოდ!

გთხოვთ, გაეცნოთ ერედვის მუნიციპალიტეტის 2020 წლის სოციალურ პროგრამას: 1. ახალშობილთა ოჯახების დახმარება - 300 ლარი; 2. გარდაცვლილთა ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარება - 500 ლარი; 3. ოპერაციების თანადაფინანსება - 500 ლარი; 4. მოხუცებულთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (80 წლის და მეტი) - 200 ლარი; 5. მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარება - 200 ლარი; 6. ონკოლოგიურ ავადმყოფთა ერთჯერადი [...]

გამგებელმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი წელი მიულოცა

ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ოთარ ცოტნიაშვილმა ტრადიციულად ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან დევნილ სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ ოჯახებს ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა. გილოცავთ ახალ 2020 წელს! მშვიდობის, სიკეთისა და სიყვარულის მომტანი ყოფილიყოს 2020 წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის!