გთხოვთ, გაეცნოთ ერედვის მუნიციპალიტეტის 2020 წლის სოციალურ პროგრამას:

1. ახალშობილთა ოჯახების დახმარება – 300 ლარი;

2. გარდაცვლილთა ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარება – 500 ლარი;

3. ოპერაციების თანადაფინანსება – 500 ლარი;

4. მოხუცებულთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (80 წლის და მეტი) – 200 ლარი;

5. მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარება – 200 ლარი;

6. ონკოლოგიურ ავადმყოფთა ერთჯერადი სოციალური დახმარება – 500 ლარი;

7. დედ-მამით ობოლ არასრულწლოვანთა ერთჯერადი სოციალური დახმარება – 500 ლარი;

8. დიალიზზე მყოფ პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარება – 250 ლარი;

9. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტთა ერთჯერადი სოციალური დახმარება:
ა) 100% სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებზე – 500 ლარი;
ბ) 70% სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებზე – 400 ლარი;
გ) 50% სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებზე – 300 ლარი.

10. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვანთა დახმარება – 200 ლარი;

11. დევნილთა ოჯახების დახმარება (სასურსათო კალათა) – ერთი 50-კილოგრამიანი ტომარა ფქვილი, 10 ლიტრი ზეთი, 10 კილოგრამი შაქარი; ხოლო დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ ცხოვრობენ დევნილთა დასახლებებში გაეწევათ ერთჯერადი დახმარება 100 ლარის ოდენობით.

12. სტიქიური მოვლენების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგად დაზარალებულთა სოციალური დახმარება – არაუმეტეს 3 000 ლარის ფარგლებში.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის თაობაზე, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელს შემდეგ საკონტაქტო ნომერზე: +995 595 33 94 00