ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან მრავალშვილიან დედებს, რომელთაც ჰყავთ 3 და მეტი შვილი (მათ შორის ერთი არასრულწლოვანი), დედის დღესთან დაკავშირებით, საჩუქრები გადაეცათ. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადგილზე ესტუმრენ მრავალშვილიან დედებს და დედის დღე მიულოცეს.

საჩუქრები ერედვის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 163 მრავალშვილიან დედას გადაეცა.

ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყველა დედას და ქალბატონს კიდევ ერთხელ გილოცავთ გაზაფხულის დღესასწაულებს!