8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხანდაზმულ შეჭირვებულ ქალბატონებს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საჩუქრები გადასცა.

ამ ეტაპზე საჩუქარი გადაეცა წეროვნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ 10 ხანდაზმულ ქალბატონს. მსგავსი ღონისძიება ეტაპობრივად ხორციელდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის.