მოსახლეობის საყურადღებოდ!

ერედვის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, ა(ა)იპ ერედვის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრსა და ა(ა)იპ ერედვის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სასპორტო-საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდება!

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა.

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მოქალაქეების მხრიდან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას ვირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის საქმეში.