მოსახლეობის საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყველა დევნილთა დასახლებაში ეტაპობრივად იწყებს საკვები პროდუქტების შეტანას.

ერედვის მუნიციპალიტეტის 2020 წლის სოციალური პროგრამის მიხედვით, დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ოჯახებს გადაეცემათ საკვები პროდუქტები, ხოლო იმ ოჯახებს, რომლებიც არ ცხოვრობენ დევნილთა დასახლებებში, საშუალება აქვთ სასურსათო კალათის ნაცვლად მიიღონ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით.

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, იმ ოჯახებმა, რომლებიც არ ცხოვრობენ დევნილთა დასახლებებში, 2020 წლის 30 მარტიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარების – 100 ლარის მისაღებად მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ განცხადება და დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტები ელექტრონული ფორმით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: eredvismunicipaliteti@yahoo.com

100 ლარის მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

1)განცხადება ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე – იხილეთ განცხადების ფორმა – სურსათი-განცხადება

2) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

3) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

4) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაკვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე:

595 33 94 00
598 00 44 84