ა(ა)იპ კოდის სათემო განათლების ცენტრმა ერედვის მუნიციპალიტეტს 2 000 ცალი პირბადე გადასცა!

აღსანიშნავია, რომ გერმანული ორგანიზაციის DVV International – საქართველოს დაფინანსებით, კოდის სათემო განათლების ცენტრმა ჭრა-კერვის კურსის ფარგლებში ორ ეტაპად შეკერა 4 000 ცალი სამედიცინო პირბადე. აქედან, პირველ ეტაპზე შეკერილი 2 000 ცალი სამედიცინო ნიღაბი უსასყიდლოდ გადასცა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას,ხოლო მეორე ეტაპზე შეკერილი 2 000 ცალი სამედიცინო პირბადე უსასყიდლოდ გადაეცა დევნილ მუნიციპალიტეტებს: ერედვის მუნიციპალიტეტს, ქურთის მუნიციპალიტეტსა და თიღვის მუნიციპალიტეტს.

პირბადეები გადაეცემა დევნილ მოსახლეობას, რომლებიც Covid19-ით გამოწვეული მაღალი რისკის შემცველ ტერიტორიაზე ცხოვრობენ.