ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2020 წლის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში არსებულ საცხოვრებელ კოტეჯებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოების შედეგად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკის დევნილთა დასახლებაში სრულად შეიცვალა 7 საცხოვრებელი კოტეჯის იატაკი.

ამასთანავე, იატაკების რეაბილიტაციის მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ ტენდერის საშუალებით შესყიდულ იქნა ლამინირებული პარკეტი და სხვა სარემონტო მასალები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის დევნილთა დასახლებაში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხისა და სოფელ თელიანის დევნილთა დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობისთვის გადასაცემად.

ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმდინარე წლის ბიუჯეტით განახორციელა საცხოვრებელი კოტეჯების იატაკების სარეაბილიტაციო სამუშაოები შემდეგი ოდენობით:

ბერბუკის დევნილთა დასახლება: 7 საცხოვრებელი კოტეჯი (სრული რეაბილიტაცია);

საქაშეთის დევნილთა დასახლება – 21 კოტეჯი (მოსახლეობას გადაეცა ლამინირებული პარკეტი და სხვა სამშენებლო მასალები);

მეტეხის დევნილთა დასახლება – სარემონტო მასალები 18 საცხოვრებელი კოტეჯის იატაკების რეაბილიტაციისთვის;

თელიანის დევნილთა დასახლება – სარემონტო მასალები 9 საცხოვრებელი კოტეჯის იატაკების რეაბილიტაციისთვის.

აღნიშნული პროექტებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გახარჯულ იქნა 123 000 ლარი.

ერედვის მუნიციპალიტეტის მიერ დევნილთა დასახლებებში არსებული საცხოვრებელი კოტეჯების იატაკების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ეტაპობრივად, ყოველი წლის ბიუჯეტის შესაბამისად.