ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში 200 კილოვატი სიმძლავრის მზის ფოტოელექტრო სადგური დამონტაჟდა, რომელიც დღეისთვის ყველაზე მძლავრი მზის სადგურია საქართველოში. სადგური სრულად უზრუნველყოფს 140 ოჯახის და საერთო სარგებლობის მუნიციპალური ობიექტების ელექტრო ენერგიით მომარაგებას.

პროექტი ხორციელდება ლიეტუვური კომპანიის “სოლეტ ტექნიკსის” (UAB Solet Technics) და საქართველოში მისი პარტნიორი კომპანია შპს “მზის სახლის” მიერ.

პროექტი ლიეტუვას გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტოს დაფინანსებითა და ერედვის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.