ერედვის მუნიციპალიტეტმა ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში უმასპინძლა. პრეზიდენტი ხურვალეთში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და ასევე, მოინახულა დასახლებაში მოწყობილი მზის პანელების ელეტროსადგური  რომელიც განხორციელდა ლიეტუვური კომპანიის “სოლეტ ტექნიკსის” (UAB Solet Technics) და საქართველოში მისი პარტნიორი კომპანია შპს “მზის სახლის” მიერ.

პროექტი ლიეტუვას გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტოს დაფინანსებითა და ერედვის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

მოსახლეობასთან შეხვედრას ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელი და სხვა თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.