ერედვის მუნიციპალიტეტი

11 დეკემბერი 2024 17:09

ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება

ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინასება

 

ერედვის მუნიციპალიტეტი პრიორიტეტად ვთვლით უზრუველყოთ დევნილთა კომფაქტურ ჩასახლებებში, ინფრასტრუქრურული პროექტების თანადაფინასება, რომელიც ხელსშეუწყობს  დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. „საქართველოში გარემოს დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილების პრობლემების მოგვარება მზის ენერგიის სფეროში ლიეტუვის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარებით, დევნილთა დასახლებებში ადგილობრივ პარტნიორებთან და მოხალისეებთან თანამშრომლობის გზით“. მემორანდუმი გავაფორმეთ ლიეტუვას რესპუბლიკაში არსებული ორგანიზაცია „UAB სოლეტ ტექნიკსი“ (UAB Solet Technics), ქურთისა  და თიღვის მუნიციპალიტეტთან ეთად,  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთისა და სოფელ სკრის დევნილთა დასახლებებში  280 კვ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მოწყობის დასაფინასებლად, საიდანაც დონორმა ორგანიზაციამ ერედვის მუნიციპალიტეტს უკვე გადმოსცა 315 000 (სამას თხუთმეტი ათასი) ევროს ღირებულების ტვირთი (მზის პანელები და სხვა ინვენტარი). მზის პანელების სამონტაჟო სამუშაოები დასრულდა 2022 წლის  ივნისის თვეში. მიმდინარეობს მზის ელექტრო სადგურების შემოღობვის სამუშაოები.

2023 წელს დაგეგმილია თეთრიწყაროს მუნიციპალითეტის სოფელ კოდის დევნილთა დასახლებაში  375  კვ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მოწყობა, მემორანდუმი ლიეტუვას რესპუბლიკაში არსებული ორგანიზაცია  „UAB სოლეტ ტექნიკსი“-თან (UAB Solet Technics) თანადაფინასებაზე უკვე გაფორმებულია.