ერედვის მუნიციპალიტეტი

21 დეკემბერი 2024 16:21

ისტორია

                                                                                                      ისტორია

ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე შედიოდა ტიფლისის გუბერნიის გორის მაზრაში, 1917-1924 წლებში-გორის მაზრაში, 1924-1991 წლამდე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონში, 1991-1993 წლებში შიდა ქართლის მხარის გორის რაიონში, 1993-2006 წლებში ერედვის თემი დამოუკიდებელი ერთეულია, 2006 წლიდან — მუნიციპალიტეტი (2007 წლის 10 მაისს შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია).

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 16 დეკემბრის №2304-რს ბრძანების საფუძველზე მოხდა საქართველოს რაიონების რეორგანიზაცია, რის შედეგადაც არსებული რაიონები შეიცვალა მუნიციპალიტეტებად. სსიპ „ერედვის მუნიციპალიტეტის“ (ს/ნ. 218065055) გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 2006 წლის 17 ნოემბერი, ხოლო რეგისტრაციის თარიღი — 2006 წლის 7 დეკემბერი.

2008 წლის აგვისტოში რუსეთის შეარაღებული ძალების მიერ მთლიანად იქნა ოკუპირებული ერედვის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორია და საკუთარ სამშობლოში 8334 კაცი აღმოჩნდა დევნილობაში, მოსახლეობა ჩასახლებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 22 დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანოები განთავსებულია თბილისში.