კოდის დევნილთა დასახლებაში არსებულ 375 კვტ საათის სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის ქსელთან მიერთების პროცესი დასრულდა, სადგური უკვე ექსპულატაციაშია და გამოიმუშავებს ელექტრო ენერგიას. მზის ელექტროსადგური 2024 წლის 19 სექტემბერს გაიხსნა. პროექტი „კლიმატის ცვლილების პრობლემების გადაჭრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებით/საქართველო” დაფინანსებულია ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის მიერ, რომლის მონტაჟიც განხორციელდა ლიეტუვური კომპანია “სოლეტისა” და მისი პარტნიორი ქართული კომპანიის – შპს “სოლარ ენერჯი ჯორჯიას” მეშვეობით. განხორციელებული პროექტების შედეგად, კოდის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს მზის ელექტროსადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდება. სადგურის გახსნას ესწრებოდნენ ლიეტუვის ელჩი, ერედვისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელძღვანელი, ლიეტუვის რესპუბლიკის გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი და კომპანია “სოლეტისა” და “სოლარ ენერჯი ჯორჯიას” წარმომადგენლები.

22 აპრილი 2025/