ერედვის მუნიციპალიტეტი

18 აპრილი 2024 05:29

კოდის დევნილთა დასახლებაში სასმელი წყლის რეზერვუარები შეიცვალა

ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებითა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მხარდაჭერით კოდის დევნილთა დასახლებაში სასმელი წყლის მომარაგების მიზნით, შესყიდულ იქნა 50 მ3 ტევადობის წყლის რეზერვუარი.
გარდა ამისა, ერედვის მუნიციპალიტეტის მიერ, კოდის დევნილთა დასახლებაში დამატებით შესყიდულ იქნა 25 მ3 ტევადობის რეზერვუარი, რომელიც არსებითად გააუმჯობესებს დევნილი მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდებას.