ერედვის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში, სასურსათო კალათის სანაცვლოდ, 100 ლარის ოდენობით, ერთჯერადი დახმარების მიღების მოთხოვნით განცხადების მიღება იწყება 2023 წლის 10 მაისიდან.
დახმარების მიღების მსურველებმა, განცხადება შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: eredvismunicipaliteti@yahoo.com ან ჩააბაროთ ერედვის მუნიციპალიტეტის კანცელარიაში, მისამართზე: ქ. თბილისი, როსტევანის ქუჩა N57. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს დევნილის მოწმობის ასლი, პირადობის მოწმობის ასლი, საბანკო რეკვიზიტები.