ერედვის მუნიციპალიტეტი

3 ოქტომბერი 2026 01:47

მზის სადგურის პრეზენტაცია ვერხვების დევნილთა დასახლებაში

2026 წელს ერედვის მუნიციპალიტეტის ინიციატივით მზის ელექტროსადგურები აშენდა ბერბუკის, შავშვების, საგურამო 1 და საგურამო 2 დევნილთა დასახლებებისათვის. პროექტი დაფინანსებულია ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოსდაცვითი სამინისტროს გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტოს მიერ, რომელიც ხორციელდება ლიეტუვური კომპანია „სოლეტის“ მეშვეობით. საქართველოში პროექტის პარტნიორია შპს „სოლარ ენერჯი ჯორჯია“. 17 სექტემბერს გაიმართა სადგურის გახსნისადმი მიძღვინილი ღონისძიება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ლიეტუვის ელჩი, დარიუს ვიტკაუსტასი, ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოთარ ცოტნიაშვილი, კომპანია სოლეტის დირექტორი ანდრიუს კარაზინასი და შპს “სოლარ ენერჯი ჯორჯია”-ს დირექტორი ლევან კობახიძე. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, მათ შორის ჩასახლებებში მცხოვრები დევნილები. მადლობას ვუხდით პროექტში მონაწილე თითოეულ პირს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.