გაცნობებთ, რომ ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოსდაცვითი სამინისტროს გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტოს დაფინანსებით, საქაშეთის და სკრის დასახლებებში მოეწყობა არანაკლებ 280 კვ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური.
ერედვის მუნიციპალიტეტმა ლიეტუვას რესპუბლიკაში რეგისტრირებული კომპანია UAB „სოლეტ ტექნიკსის“ შუამავლობით მიმდინარე წლის იანვარში მიიღო მზის ელექტროსადგურის მოსაწყობად საჭირო კონსტრუქციები, მზის პანელები და სხვა მასალები. მზის ელექტროსადგურის მონტაჟს უზრუნველყოფს საქართველოში რეგისტრირებული კომპანია „შპს მზის სახლი“ და სამშენებლო სამუშაოები დაიწყება მიმდინარე წლის მაისში. აღსანიშნავია, რომ საქაშეთსა და სოფელ სკრის დასახლებაში მცხოვრები ერედვის, ქურთისა და თიღვის მუნიციპალიტეტებიდან დევნილი ოჯახები მზის ელექტროსადგურის მონტაჟის შემდგომ მიიღებენ ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ელექტროენერგიას უფასოდ.
პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს 350 00 (სამას ორმოცდაათი ათასი) ევროს ექვივალენტს ლარში.