ერედვის მუნიციპალიტეტი

24 აპრილი 2024 02:58

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ერედვის
მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის
ერთობრლივი ორგანიზებით კოდის დევნილთა დასახლებაში სხვადასხვა სახის
ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებებს ესწრებოდნენ კოდის, შაუმიანისა და
გარდაბნის დევნილთა დასახლებებში მცხოვრები ბავშვები.

მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა ესარგებლა ავერსის კლინიკის ექიმების
უფასო სამედიცინო მომსახურებით, ხოლო საღამოს ა(ა)იპ ერედვის
მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მიერ კოდის დევნილთა დასახლებაში
არსებულ ამფითეატრში მრავალფეროვანი კონცერტი გაიმართა. ბავშვების
გართობაზე ასევე იზრუნეს ანიმატორებმა. ღონისძიებების მონაწილეებს
გადაეცათ სიგელები.

1 ივნისს სხვადასხვა სახის აქტივობების განხორციელებაში მხარდაჭერისთვის
ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა მადლობას უხდის:

ავერსის კლინიკას
ა(ა)იპ ერედვის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს
ა(ა)იპ კოდის სათემო განათლების ცენტრს
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას