ერედვის მუნიციპალიტეტი

21 დეკემბერი 2024 21:08

2022 წლის 17 აგვისტოს შიდა ქართლში მზის ელექტროსადგურის პროექტის ფარგლებში, ვიზიტით იმყოფებოდნენ ლიეტუვური ორგანიზაცია “სოლეტ ტექნიკსისა” და ქართული კომპანია შპს “მზის სახლის” წარმომადგენლები.

პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ადგილზე მოინახულეს შესრულებული სამუშაოები და ერედვის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან ერთად ისაუბრეს ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის დევნილთა დასახლებაში მზის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელების თაობაზე, რომლის შემდგომაც დევნილ მოსახლეობას გარკვეული ოდენობის უფასო ელექტროენერგია მიეწოდება.
პროექტი დაფინანსებულია ლიეტუვას მთავრობის მიერ.