2022 წლის 20 ივნისს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით კარალეთის
დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას 12:00 საათიდან 17:00 საათამდე
უფასო სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ შემდეგი სპეციალიზაციის ექიმები:
1. კარდიოლოგი
2. გინეკოლოგი
3. ენდოკრინოლოგი
4. გასტროენტეროლოგი
5. ნევროლოგი
6. ოფთალმოლოგი
7. ექოსკოპისტი
მოსახლეობა ექიმების დანიშნულებისამებრ უზრუნველყოფილი იქნება
მედიკამენტებით. ლაბორატორიული მომსახურებიდან, მოქალაქეები ადგილზე
შეძლებენ სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრას. საქველმოქმედო აქცია „ავერსის“
კლინიკის მხარდაჭერით ტარდება.
აღნიშნული საქველმოქმედო აქციის შემდგომ, კარალეთის დევნილთა დასახლებაში
18:00 საათზე ა(ა)იპ ერედვის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი მოსახლეობას
მრავალფეროვან კონცერტს შესთავაზებს. კონცერტის შემდგომ ანიმატორები და დიჯეი
იზრუნებს დევნილი ბავშვების გართობაზე და შესთავაზებს მათ მრავალფეროვან
აქტივობებს.